ლონდონის „ჩელსის“ ანტონიო კონტე და მისი სამწვრთნელო შტაბი საკმაოდ ძვირი დაუჯდა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელმა „არისტოკრატები“ ჯერ კიდევ 2018 წელს დატოვა, კომპენსაცია ახლახან მიიღო.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კონტეს და მის ასისტენტებს კომპენსაციის სახით „ჩელსიმ“ 31.5 მილიონი ევრო გადაუხადა.
მთლინობაში რომან აბრამოვიჩს კონტეს ლონდონურ გუნდში მუშაობა 90 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.
შეგახსენებთ, რომ კონტე „ჩელსიში“ 2016-2018 წლებში მუშაობდა და გუნდს ჯერ ინგლისის ჩემპიონის ტიტული, შემდეგ კი ინგლისის ასოციაციის თასი მოაგებინა.