ფეხბურთი

20:28 | 7.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რომამ" კოლაროვს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

იტალიურმა „რომამ“ ალექსანდრ კოლაროვს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „ჯალოროსის“ ვებგვერდი იტყობინება, სერბი იტალიის დედაქალაქში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

კოლაროვს ძველი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, მაგრამ კლუბმა მისი შენარჩუნება გადაწყვიტა, რადგან სერბი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

35 წლის კოლაროვი „რომას“ 2017 წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა. მას შემდეგ „მგლების“ ღირსებას 111 შეხვედრაში დაიცვა და 17 გოლი გაიტანა.

0.124263