ჩოგბურთი

16:47 | 7.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ნადალმა ბაკში-ტყემალაძის წყვილს იაპონიასთან გამარჯვება მიულოცა!

ავსტრალიაში მიმდინარე ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან წყვილთა თანრიგში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ალექსანდრე ბაკშისა და ზურა ტყემალაძის წყვილმა ბენ მაკლაჩლანისა და ტოშიჰიდე მაცუის ორ სეტში 6:2, 6:4აჯობეს.

ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია ლეგენდარულ რაფაელ ნადალს, რომელმაც ჩვენებურებს აღნიშნული გამარჯვება მიულოცა. Us Open-მა სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა: „რაფაელ ნადალი ულოცავს ქართულ წყვილს, ალეკსანდრე ბაკშისა და ზურა ტყემალაძეს პირველ ქულას ქვეყნისთვის იაპონიის წინააღმდეგ".

აქვე გეტყვით, რომ წყვილებში გამარჯვების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის წარმომადგელები იაპონიასთან დაპირისპირებაში მაინც დამარცხდნენ - 1:2.

0.118878