ფეხბურთი

15:55 | 7.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოდან" ოთხი ფეხბურთელი წავიდა

„დინამო თბილისი“ ოთხ ფეხბურთელს, ლევან კუტალიას, მიჰაილო შიშკას, მათე კვირკვიასა და სერგეი ლიტოვჩენკოს დაემშვიდობა.

როგორც თბილისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ოთხივე მოთამაშეს კონტრაქტი ამოეწურათ და კლუბი დატოვეს. „დინამო“ მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის და სამომავლო კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

ჩვენის მხრივ, შეგახსენებთ, რომ ლევან კუტალიას ყაზახულ „ირტიშში“ გადასვლა აქამდეც გადაწყვეტილი იყო. ქართველი ფორვარდი გასულ სეზონში არამარტო „დინამოს“, არამედ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115826