ქუთაისის „ტორპედო“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. დავით ხურცილავა კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. როგორც შიდა ქართლური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, გამოცდილ ფეხბურთელთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ხურცილავა „დილაში“ 2014-2016 წლებშიც თამაშობდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
31 წლის ფეხბურთელი „ტორპედოში“ სამი სეზონი თამაშობდა, ხოლო იქამდე ბოლნისის „სიონის“, „დინამო თბილისისა“ და „ვიტ ჯორჯიას“ ღირსებაც დაუცავს.