ავსტრალიაში ალექსანდრე ბაკშისა და ზურა ტყემალაძის წყვილმა ბენ მაკლაჩლანისა და ტოშიჰიდე მაცუის ორ სეტში აჯობეს. აღნიშნული გამარჯვება კი ტყემალაძემ Beatbox-ით აღნიშნა.
შეხვედრა საათზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა და საქართველოს ნაკრებმა მოიგო. თუმცა წყვილებში გამარჯვების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის წარმომადგელები იაპონიასთან დაპირისპირებაში მაინც დამარცხდნენ - 1:2.
აქვე გეტყვით, რომ ერთეულთა თანრიგში ალექსანდრე მეტრეველმა გო სოედასთან წააგო, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი იოშიჰიტო ნიშიოკასთან ორ სეტში 2:6, 3:6 დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელები B ჯგუფში ბოლო შეხვედრას ურუგვაისთან, 8 იანვარს გამართავენ.