ფეხბურთი

0:11 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის ძეგლი წააქციეს

შვედეთის ქალაქ მალმიოში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ძეგლი წააქციეს. მას შემდეგ, რაც სკანდინავიელმა „მალმიოს“ მოძულე საფეხბურთო კლუბის, „ჰამარბის“ აქციების ნაწილი შეიძინა, მშობლიურ ქალაქში მის წინააღმდეგ ამხედრდნენ.

აქამდე ძეგლი არაერთხელ დააზიანეს, ცხვირი მოაძვრეს, ცეცხლი წაუკიდეს, არაერთი შეურაცხმყოფელი წარწერაც გაუკეთეს. ახლა კი, მიზანი სისრულეში მოიყვანეს და ქანდაკება ძირს დასცეს.

როგორც ჩანს, ზლატანს მშობლიურ ქალაქში ძველებურად აღარ დაედგომება და გულშემატკივრების შერიგებაც ძალიან გაუჭირდება. აქვე გეტყვით, რომ ხსენებული ძეგლი ოქტომბერში დადგეს.

0.142023