ნორვეგის ფეხბურთის ფედერაციამ ყოველწლიურ გალა დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფეხბურთელად მამაკაცებს შორის მარტინ ედეგორი დაასახელა. წლის საუკეთესო ქალი მოთამაშე გრაჰამ ჰანსენი გახდა, ხოლო წლის აღმოჩენა აწ უკვე "დორტმუნდის" ფეხბურთელი ერლინგ ჰოლანდი გახდა.
გასული წლის ნახევარი ედეგორმა "ვიტესში" გაატარა, ხოლო მეორე ნახევარი - "სოსიედადში". მიმდინარე სეზონში მარტინმა სან სებასტიენთა მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ედეგორმა რვა შეხვედრა ჩაატარა, თავი ერთხელ გამოიჩინა და ორჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა.