ფეხბურთი

20:36 | 4.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

23 წლის სხვაობა - ინგლისის თასზე "როჩდეილმა" გამორჩეული გოლი გაიტანა (+VIDEO)

ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშებაში „როჩდეილი“ საკუთარ კედლებში „ნიუკასლ იუნაიტედს“ დაუზავდა (1:1) და მასპინძლეთა გოლი უდაოდ გამოსარჩევი იყო.

17 წლის ლუკ მატესონის გადაცემით თავის გამოჩენა 40 წლის აარონ ვილბრაჰამმა მოახერხა და პრემიერლიგის წარმომადგენელი დაამწუხრა.

ამრიგად, საგოლე შეტევაში მონაწილე ფეხბურთელთა შორის საკმაოდ სოლიდური, 23-წლიანი სხვაობა დაფიქსირდა...

0.130947