ჩოგბურთი

17:55 | 4.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ATP Cup: ბასილაშვილი ნადალთან ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP Cup-ის გათამაშებაში ჩაერთო და პირველი შეხვედრა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს.

განსაკუთრებულ ინტერესს ნაკრების ლიდერების, რაფაელ ნადალისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის დაპირისპირება იწვევდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელ ლეგენდას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მეტწილად, მეორე სეტში. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და 6 გეიმის შემდეგ საყაიმო ანგარიში იყო (3:3), მაგრამ დასკვნით ნაწილში რაფას კლასმა და გამოცდილებამ თავი იჩინა - 3:6.

მეორე სეტიც ნადალის აშაკარა უპირატესობით დაიწყო და ადვილად, 5:2-ს იმარჯვებდა. თუმცა, ბასილაშვილმა მცირე სასწაული მოახდინა, მიჯრით სამი გეიმი მოუგო რეიტინგის ლიდერს, მათ შორის ორი მისსავე მოწოდებაზე და სეტში ანგარიში გაათანაბრა - 5:5.

თუმცა, ეს ბოლო გაბრძოლება აღმოჩნდა, რადგან ნადალმა გარდამტეხ მომენტში ძალები მოიკრიბა და საბოლოოდ მეორე სეტიც და შეხვედრაც მოიგო - 6:3, 7:5.

იქამდე, სანამ ბასილაშვილი და ნადალი ერთმანეთს შეერკინებოდნენ, რობერტო ბაუტისტამ ალექსანდრე მეტრეველს უბრძოლველად, 6:0, 6:0 აჯობა. საქართველოს ნაკრები კი, ავსტრალიაში მომდევნო მატჩს 6 იანვარს, იაპონიის წინააღმდეგ გამართავს.

0.113726