საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ზურიკო დავითაშვილი უეფამ გამოარჩია და 2019 წლის 50 ტალანტას შორის შეიყვანა.
უეფა ყოველი წლის დასაწყისში აქვეყნებს ახალგაზრდა ფეხბურთელთა სიას, რომლებსაც გულშემატკივრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. დავითაშვილთან ერთად სიაში ედუარდ კამავინგა, ჯონათან დავიდი, ანსუ ფატი, მეისონ გრინვუდი, რის ჯეიმსი, დეიან კულუსევსკი, ნოა ლანგი, გაბრიელ მარტინესი, ბუკაიო საკა, რაფაელ ლეაო, ალესანდრო ბასტონი და სხვები არიან.
„ნახევარმცველმა საქართველოს ჩემპიონატიდან რუსეთის ლიგამდე დიდი ნახტომი გააკეთა, უპრობლემოდ. ის ნაყოფიერი თავდამსხმელის, სულიკო დავითაშვილის ვაჟია და მზადაა საერთაშორისო ფეხბურთისთვის“, - წერს უეფას ვებგვერდი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, უეფას მიერ რჩეულ 50 ფეხბურთელში გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა.