ფეხბურთი

19:33 | 30.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგიდან მეოთხე დივიზიონის ზღვარზე - ინგლისური გუნდის მწარე რეალობა

„ბოლტონ უონდერერსი“ ერთი ხანობა, მუდმივად პრემიერლიგაში თამაშობდა და ეს შორეულ წარსულში არ ყოფილა, რამდენიმე წლის წინ იყო. იქაც, ბარე-ორს ტოლს არ უდებდა და გრანდებს მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის უჭირდათ.

ამჟამად კი ჩრდილო-დასავლური გუნდი ლიგა 1-ში (ინგლისის რანგით მესამე დივიზიონი) ბოლო ადგილზეა 20 ტურის შემდეგ 7 ქულით და „ტრანმერ როვერსს“ 14 ქულით ჩამორჩება, რომელიც გასავარდნი ზონის მიღმაა.

რეალურად, კეიტ ჰილის გუნდს მიმდინარე სეზონში 4 გამარჯვება და 7 ფრე აქვს მოპოვებული, რაც ყველაზე უარესი შედეგი სულაც არაა, მაგრამ რეალური პრობლემა ისაა, რომ სეზონის წინ „ბოლტონს“ 12 ქულა დააკლეს. სანქცია, რომელიც მომდინარეობს უზარმაზარი ფინანსური პრობლემებისგან, რომელთანაც გამკლავებას „ბოლტონი“ წლების განმავლობაში ცდილობდა. გასულ სეზონში, აპრილის ბოლოს, „ბრენტფორდთან“ შეხვედრა იყო დაგეგმილი, მაგრამ ფეხბურთელებმა თამაშზე უარი თქვეს პროტესტის ნიშნად, რადგან თვეების განმავლობაში ხელფასი არ ჰქონდათ აღებული.

სწორედ ამიტომ 12 ქულით დაჯარიმდა. თუმცა, ზაფხულში „ბოლტონი“ საერთოდაც გაკოტრების საშიშროების წინაშე იდგა და ბოლო მომენტში მეპატრონე შეიცვალა, რამაც გადაარჩინა.

ამრიგად, „უონდერერსი“ ლიგა 1-ში დაბრუნდა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, წარუმატებლად თამაშობს და რანგით მეოთხე დივიზიონში (ლიგა 2-ში) გავარდნა ემუქრება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის სრული ვარდნა კლუბისთვის, რომელიც 2011-2012 წლების სეზონში პრემიერლიგაში თამაშობდა და რომელიც, წლების განმავლობაში პირველი დივიზიონის ბინადარი იყო.

„ბოლტონს“ საუკეთესო პერიოდი 2003-2007 წლებში ედგა, როდესაც პრემიერლიგაში მერვე ადგილს ქვემოთ არასდროს გასულა. გარდა ამისა, 2007-2008 წლების სეზონში უეფას თასის მერვედფინალშიც გავიდა.

თეგებიბოლტონი
0.118798