ფეხბურთი

14:12 | 30.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

1994 წლის მუნდიალის ფინალის რიმეიქი ფორტალეზაში

სულ მალე 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის რიმეიქი შედგება. როგორც ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, 2020 წლის 9 იანვარს, ფორტალეზაში ბრაზილიისა და იტალიის ნაკრებები (ვეტერანები) ამხანაგურად ითამაშებენ.

მოედანზე სამხრეთ ამერიკელთაგან 1994 წლის მუნდიალის გმირები, ტაფარელი, კაფუ, ალდაირი, ბებეტო, დუნგა, მაზინიო და ბრანკო, ხოლო იტალიელთაგან ბარეზი, ალბერტინი, ბერტი, აპოლონი, ბენარივო, კოსტაკურტა, ძოლა, მასარ, ტასოტი, ევანი, კაზირაგი და მუსი იქნებიან.

ასევე ცნობილია, რომ „სკუადრა აძურას“ ღირსებას ვიერხოვოდი, სკილაჩი, ერანიო, პანუჩი და პაოლო როსი დაიცავენ.

შეგახსენებთ, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიალ იტალია მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში (3:2) დაამარცხა.

0.113377