ფეხბურთი

12:42 | 30.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემი" მოიესმა ჩაიბარა

ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ დევიდ მოიესი გაწვრთნის. როგორც „ჩაქუჩების“ ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

შოტლანდიელმა მანუელ პელეგრინი შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. აღსანიშნავია, რომ მოიესი „ვესტ ჰემში“ დაბრუნდა, რადგან 2017-2018 წლების სეზონშიც მუშაობდა ლონდონურ გუნდში.

მანამდე კი, „პრესტონი“, „ევერტონი“, „მანჩესტერი“, „სოსიედადი“ და „სანდერლენდი“ გაუწვრთნია. „ვესტ ჰემი“ ამ დროისთვის 19 ქულით მე-17 ადგილზეა და გავარდნის საფრთხე ემუქრება.

0.122573