ბრაზილიელი მოდელი ბრუნა მარკეზინი, მის კოლეგა ლამაზმანებს მიმართავს და ყველას მოუწოდებს, რომ უარი თქვან ნეიმართან ურთიერთობაზე, თორემ აუცილებლად ინანებენ ბრაზილიელ ფეხბურთელთან კოტრიალს და მცირეხნიანი ნეტარყუჩობა სადარდებელი და სანანებელი გაუხდებათ.
როგორც იცით ბრუნა და ნეიმარი სულ რამდენიმე თვეა რაც დაშორდნენ და ბრაზილიელი მოდელი იმდენად აღაშფოთა მისი თანამემამულე მობურთალის თავაშვებულობამ, ფეხებზემკიადობამ და მექალთანეობამ, რომ იძულებული გახდა ყველა ეს “სიკეთე“ გაესაჯაროვებინა და ნეიმარისთვის ასე მაინც გადაეხადა სამაგიერო.
სხვათა შორის, ნეიმარი ჭეშმარიტად ფეხებზემკიდია ჯეელი გამოდგა, რომელმაც მარკეზინისთან განშორებისთანავე განაცხადა, რომ დიდად არ აღელვებს ბრუნას კაპარჩხანობა და ისიც დაამატა - რაც უნდა ის ილაპარაკოს, ნისკარტი მაინც არ მოუცვდებაო. ჰოდა, გამწარებული ლათინოსი ქალი როგორია - ამას ნეიმარი კიდევ უფრო მწარედ გამოსცდის...