ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს განსხვავებული ბიუჯეტები აქვთ. როგორც წესი, მათ მიერ გაწეული ხარჯი, შედეგებზეც აისახება. და ბუნებრივია, საინტერესოა სტატისტიკა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა დაუჯდათ მათ ყოველი მოპოვებული ქულა.
როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივაც „მერსედესს“ ბადალი არ ჰყავს. გერმანულმა გუნდმა კონსტრუქტორთა პირველობა პირველ ადგილზე დაასრულა, რასაც 438.8 მილიონი ევრო მოახმარა. ამასთან, თითო ქულის მოპოვება 588 ევრო დაუჯდა. მეორე და მესამე ადგილებზე, ამ მაჩვენებლითაც „ფერარი“ და „რედ ბული“ არიან.
საინტერესოა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, ხარჯის ეფექტურობით, საუკეთესო „ფორს ინდია“ იყო, რომელიც მინიმალური ბიუჯეტით ახერხებდა ქულების მოგროვებას და თითოეული ქულა ყველაზე იაფი უჯდებოდა. ამჟამად ის „რეისინგ პოინტის“ სახელითაა და ქულების ღირებულების მხრივ, პოზიციები დათმო. ბიუჯეტის ზრდს კვალობაზე, გუნდის მიერ მოპოვებული თითო ქულის ფასი 2 მილიონ ევროს ასცდა.
ყველაზე არაეფექტური გუნდის წოდება კი „უილიამსმა“ არავის „დაუთმო“. ბრიტანულმა საჯინიბომ სეზონი რობერტ კუბიცას მიერ მოპოვებული ერთადერთი ქულით დაასრულა, რომლის ფასიც ბიუჯეტის ტოლფასი აღმოჩნდა.
გუნდი ბიუჯეტი (მლნ) 1 ქულის ფასი
მერსედესი 438.8 588 363
ფერარი 416 825 396
რედ ბული 400 959 232
რენო 244 2 684 615
მაკლარენი 241.7 1 666 896
რეისინგ პოინტი 169 2 315 068
ჰაასი 155 5 550 000
ალფა რომეო 126.6 2 221 053
ტორო როსო 124 1 458 823
უილიამსი 118.6 118 600 000