ფეხბურთი

10:25 | 29.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჯენოა" დავიდე ნიკოლამ ჩაიბარა

"ჯენოას" მტავარი მწვრთნელი დავიდე ნიკოლა გახდა. 46 წლის იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნულ პოსტზე ტიაგო მოტა ჩაანაცვლა. აღნიშნული ინფორმაცია გენუელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მოტამ "ჯენოა" 22 ოქტომბერს ჩაიბარა და ორი თვე იმუშავა გუნდში. ამჟამად გენუელები იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე 11 ქულით არიან. ნიკოლა აქამდე "ლივორნოს", "ბარის", "კროტონეს" და "უდინეზეს" ხელმძღვანელობდა.

0.11612