ფეხბურთი

22:59 | 28.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" და "რეალმა" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

"ტოტენჰემი" მზადაა მადრიდის "რეალს" გარეტ ბეილის სანაცვლოდ კრისტიან ერიკსენი და 25.7 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზოს. აღნიშნული ინფორმაცია Sun-მა გაავრცელა. ბრიტანული გამოცემის ცნობით ინგლისური კლუბი უელსელის დაბრუნებას იანვარში შეეცდება.

ბეილმა "მამლები" 2013 წელს დატოვა. მას შემდეგ უელსელმა 244 მატჩი ჩაატარა და 104 გოლი გაიტანა. ასევე, უელსელმა ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო. კრისტიან ერიკსენს კი ჟოზე მოურინიო მცირე სათამაშო დროს აძლევს და ინგლისური მედია მის წასვლაზე საუბრობს. დანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ.

0.114529