ფეხბურთი

20:33 | 28.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა

მოსკოვის „სპარტაკის“ ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე თურქულ „დენიზლისფორს“ უახლოვდება. Aksam.com.tr-ს ინფორმაციით, მხარეებმა თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას.

ჯანო თურქეთში სეზონის ბოლომდე იჯარით გადავა, ხოლო მისი ხელფასის ნაწილს (წელიწადში 1.7 მილიონი ევრო) „სპარტაკი“ დაფარავს. აღსანიშნავია, რომ „სახალხო გუნდს“ ტრანსფერზე დაყენება თავად ანანიძემ მოთხოვა, რომელსაც სათამაშო პრაქტიკის მიღება უნდა.

მიმდინარე სეზონში ქართველმა „სპარტაკში“ მხოლო 10 თამაში ჩაატარა და ერთი საგოლე პასი მიითვალა. „დენიზლისფორი“ კი თურქეთის სუპერლიგაში 22 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.

0.122628