ფეხბურთი

17:25 | 28.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ფეხბურთელი "ბეტისში" გაანათხოვრა

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი კარლეს ალენა კარიერას „ბეტისში“ გააგრძელებს. როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, 21 წლის ფეხბურთელი ანდალუზიაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით სევილიელებს ესპანელის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

ალენა „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია და აქამდე სხვაგან არ უთამაშია. მიმდინარე სეზონში მისი სათამაშო პრაქტიკა ერთობ შეზღუდული იყო და მოედანზე მხოლოდ ხუთჯერ გავიდა.

0.117456