შვედეთის ეროვნული ნაკრების და "პარმას" შემტევი დეიან კულუსევსკი სერია A-ს დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
19 წლის შემტევმა დეკემბერში ოთხი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. "ნაპოლისთან" (2:1) მოგებულ მატჩში დეიანმა ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო "ბრეშასთან" ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა.
კულუსევსკი "ატალანტადან" "პარმაში" ერთი სეზონითაა განათხოვრებული. მიმდინარე სეზონში დეიანმა 19 შეხვედრა ჩაატარა და ოთხჯერ გამოიჩინა თავი.