ფეხბურთი

21:27 | 26.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხოაკინმა "ბეტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

38 წლის ესპანელმა შემტევმა ნახევარმცველმა ხოაკინმა "ბეტისთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2021 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია სევილიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ხოაკინი ანდალუსიელების აკადემიის აღზრდილია და კლუბი 2006 წელს დატოვა. მას შემდეგ ესპანელმა "ვალენსიაში", "მალაგასა" და "ფიორენტინაში" ითამაშა. მშობლიურ კლუბს შემტევი 2015 წელს იტალიიდან დაუბრუნდა. "ბეტისის" მაისურით ხოაკინს 365 მატჩი აქვს ჩატარებული და 53 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი ლა ლიგაში 17 შეხვედრაში თავი ექვსჯერ გამოიჩინა.

0.125607