ფეხბურთი

14:38 | 26.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „ტოტენჰემი’“ არასოდეს იქნება სატრანსფერო ბაზრის მეფე“

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ განაცხადა, რომ მისი ამჟამინდელი კლუბი არასოდეს ყოფილა ბევრი ფულის მხარჯველი სატრანსფერო ბაზარზე და ამჯერადაც ასე იქნება.

„ტოტენჰემში“ ვმუშაობ და ვიცნობ კლუბის პროექტს. მაქვს ჩემი ხედვა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დიდად არ ვიაქტიურებთ. ვითარების მიხედვით მოვიქცევით, თუ რომელიმე ფეხბურთელი წავა, მის შემცვლელს მოვძებნით.

ჩვენ არასოდეს ვიქნებით სატრანსფერო ბაზრის მეფეები. გონიერად უნდა მოვიქცეთ. გავიმეორებ, რომ მომწონს ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან.“ - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Sky Sports.

0.116539