„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, უკმაყოფილება გამოთქვა პრემიერლიგის საშობაო კალენდრის გამო.
„26-ში და 28-ში ორი მატჩის ჩატარება დანაშაულია. ძალიან ცუდია, მაგრამ ეს რეალობაა. 48 საათის განმავლობაში ორი შეხვედრა საშინელებაა. ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ და ეს არავის ანაღვლებს.
ყოველ წელს ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდებით. აქ სპორტული მეცნიერება ვერაფერს გიშველის. ორგანიზმს გარკვეული დრო სჭირდება, რათა ისევ სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს Sportskeeda.