კალათბურთი

15:15 | 25.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია: "NBA-ში ყოფნა არაფერს ნიშნავს, იქ თამაში მინდა!"

ესპანური „ბასკონიას“ ქართველ კაპიტან თორნიკე შენგელიას შესანიშნავი სეზონი აქვს და პარკეტზე თითქმის ყოველთვის გამორჩეულია. შენგელიამ Eurohoops-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მიზანი NBA-ში თამაშია.

„ვგრძნობ, რომ „ბასკონია“ ჩემი მეორე სახლია. ყოველთვის არის განვითარების შანსი და მე არასდროს ვარ კმაყოფილი. სანამ კალათბურთს ვთამაშობ, NBA-ში ყოფნა ჩემი მიზანი იქნება, მაგრამ არამხოლოდ ყოფნა, არამედ NBA-ში თამაში მინდა. ამისთვის საჭიროა შესაბამისი დრო და შესაბამისი ადგილი.

ჩვენ ნამდვილად უკეთესები გავხდით და უფრო მეტ პატივისცემას ვგრძნობთ ამერიკელი კალათბურთელებისგან და NBA-ს ასოციაციისგან. ახლა NBA-ს გუნდები უფრო მეტად ენდობიან ევროპელ მოთამაშეებს და მათი გაფორმებას აგრესიულად ცდილობენ“, - თქვა შენგელიამ.

შეგახხსენებთ, შენგელის NBA-ში „ბრუკლინ ნეტსისა და „ჩიკაგო ბულზის“ რიგებში 45 მატჩი აქვს ჩატარებული. თუმცა, შემდეგ ევროპაში დაბრუნდა, სადაც განვითარება გააგრძელა და ევროლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

0.113551