ფეხბურთი

1:47 | 25.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანი ოლმოს ხორვატიის დატოვება სურს: "დინამოში" ჩემი დრო ამოიწურა"

ზაგრების „დინამოს“ ესპანელი ლიდერი დანი ოლმო ევროპული გრანდების სამიზნეა. 21 წლის ფეხბურთელი კი მზადაა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნავსაყუდელი შეიცვალოს.

როგორც ოლმომ განაცხადა, ხორვატიაში მისი თამაშის დრო ამოიწურა, რადგან კარიერაში ნაბიჯის წინ გადადგმა უნდა.

„გასული ზაფხული შესაფერისი დრო იყო ამის გასაკეთებლად, მაგრამ საბოლოოდ ეს არ განხორციელებულა. მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მინდოდა. ახლა კი, ვფიქრობ, რომ „დინამოში“ ჩემი ციკლი დასრულებულია და მინდა ჩემი კარიერის განსავითარებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა“, - განაცხადა დანი ოლმომ.

დანი ოლმო „დინამოს“ მთავარ გუნდში 2014 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში 124 მატჩში 34 გოლის გატანა მოახერხა.

0.117523