ფეხბურთი

16:02 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ჰოლანდის ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოსაა

ავსტრიული „ზალცბურგის“ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდზე დიდი ტაციაობაა და ფაქტია, რომ 20 წლის ფეხბურთელს დიდი ხანი ავსტრიაში არავინ გააჩერებს.

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, ჰოლანდი იანვარში „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება. როგორც Corriere Dello Sport-ი გვამცნობს, ნორვეგიელის ტურინში ტრანსფერი დადასტურებასთან ერთ ნაბიჯშია.

„ზალცბურგი“ 30 მილიონ ევროს მიიღებს, ფეხბურთელი 5.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში 3.5 მილიონი ევროს ანაზღაურებით. ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი აღნიშნული ინფორმაციის დახურვაზე აქტიურად მუშაობს.

საინტერესოა, რომ ჰოლანდს ბოლო ხანს „მანჩესტერსა“ და „ლაიფციგსაც“ აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, გადამწყვეტი ნაბიჯი იტალიელებმა გადადგეს.

შეგახსენებთ, ჰოლანდს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 28 გოლი აქვს გატანილი, ხოლო განსაკუთრებით ეფექტური მისი გარკა ჩემპიონთა ლიგაზე იყო, სადაც ზედიზედ ხუთ მატჩში მოახერხა გატანა.

0.123512