დიეგო არმანდო მარადონამ Tyc Sports-თან საუბარში არგენტინის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა. საინტერესოა, რომ დიეგო არც საკუთარ თავს მიიჩნევს სამშობლოს ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენად და არც ლიონელ მესის.
ფეხბურთის უგვირგვინო მეფისთვის ასეთი ადამიანი კალათბურთელი მანუ ჯინობილია.
„არგენტინის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი? მანუ ჯინობილი უპირველეს ყოვლისა, მას სხვებთან ერთად ვერ განვიხილავ. ის ისევეა, როგორც მესი და რონალდო ფეხბურთში. ჩემთვის არგენტინის ისტორიაში ყველაზე დიდი სპორტსმენია“, - თქვა მარადონამ.
აქვე გეტყვით, რომ ჯინობილი ოთხჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი, ერთხელ ევროლიგა მოიგო, ხოლო არგენტინის ნაკრებში 2004 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.