ფეხბურთი

20:30 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებას ცხვირი მოაძვრეს

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ცოტა ხნის წინ შვედური „ჰამარბის“ აქციების 50% შეიძინა, რამაც „მალმიოს“ ქომაგებში მაშინვე უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ზლატანის ქანდაკებას, რომელიც ასევე არცთუ დიდი ხნის წინ ქალაქ მალმიოში გაიხსნა, არაერთი ვანდალური ფაქტი უკავშრდება. ამჯერად კი, იბრას ქანდაკება კიდევ ერთხელ დააზიანეს, ცხვირი მოაძვრეს.

ამ დროისთვის შესაბამის უწყებებს მომხდარზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს საფეხბურთო კარიერა არ დაუსრულებია, თუმცა უგუნდოდ იმყოფება.

0.114344