ტურინის „იუვენტუსმა“ წელი ტიტულით ვერ დაასრულა და იტალიის სუპერთასის მატჩი „ლაციოსთან“ წააგო. „ბებერი სინიორას“ თავკაცმა მაურიციო სარიმ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ტირილით პრობლემებს ვერ გადაჭრიან.
„მარცხის გამო სიმწარეს განვიცდით, მაგრამ არ უნდა ვიტიროთ, რადგან ტირილით პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ. „ლაციოსთან“ თამაშს ფიზიკური გონებრივი ენერგიის მცირე დეფიციტით შევხვდით. სამწუხაროა, მაგრამ წინ სეზონის მთავარი 5 თვე გველოდება და მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა სარიმ.
აღსანიშნავია, რომ მაურიციო სარის ხელმძღვანელობით „იუვენტუსმა“ დღემდე 24 თამაში ჩაატარა და ორჯერ დამარცხდა, ორჯერვე რომის „ლაციოსთან“ (1:3).