პლოცკის „ვისლას“ ქართველი ლეგიონერი გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატის მეოცე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მერებაშვილი ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.
ჩვენებურმა გუშინ „პიასტის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს 2:1 მოაგებინა. განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა გიორგის მეორე გოლი პოლონეთის მოქმედი ჩემპიონის კარში.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ შესრულებული დუბლით ქართველი შემტევი „ვისლას“ ისტორიაში ყველაზე დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ლეგიონერთა შორის - 21 გოლით.