"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ლესტერთან" მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაშით კმაყოფილია, ხოლო კევინ დე ბრუინმა "ქალაქელებს" დიდი სარგებელი მოუტანა.
"ლესტერთან" თამაშოთ კმაყოფილი ვარ. მომენტებს ვქმნიდით და კარგად ვთამაშობდით. წარმოუდგენელია ყველა მომენტი გოლად აქციო და ის ფაქტი, რომ ლაღად ვთამაშობდით გახდება "მანჩესტერ სიტის" წარმატების გასაღები. "ლესტერთან" თამაში უფრო მომეწონა, ვიდრე "არსენალთან". კევინ დე ბრუინი კი უბრალოდ შესანიშნავი იყო და მან გუნდის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. ყოველი წაგება ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება, ხოლო მოგების შემთხვევაში შანსი გვექნება "ლივერპულს" დავეწიოთ." - განუცხადა BBC Sports-ს ესპანელმა სპეციალისტმა.
"მანჩესტერ სიტის" "ლესტერის" დამარცხების შემდეგ სატურნირო ცხრილში 38 ქულა დაუგროვდა და მეორეადგილოსან "მელიებს" ერთი ქულით ჩამორჩება. პრემიერლიგის ლიდერი კი "ლივერპულია" 49 ქულით.