ფეხბურთი

10:45 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრავმა შესაძლოა სერიოზული არ გამოდგეს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ნახევარმცველმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა "ფლამენგოსთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო და 75-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. როგოც იურგენ კლოპმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს, თუმცა სამედიცინო დასკვნას უნდა დაელოდოს.

"ალექსი თავს კარგად გრძნობს, თუმცა იდეალური მდგომარეობისგან შორსაა. დაველოდებით სამედიცინო დასკვნას და გავიგებთ იოგები დაიჭიმა თუ გაიწყვიტა, თუმცა ერთი შეხედვით თავს კარგად გრძნობს." - განაცხადა კლოპმა.

ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე კი ალექსმა ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.11697