კალათბურთი

4:08 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ACB: გიორგი შერმადინი კვირიდან კვირამდე გვაოცებს
ქართველის ცენტრის პირად სარეკორდო თამაში

„იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ლიგა ენდესაში „გრან კანარიასთან“ ბრწყინვალე თამაში რომ ჩაატარა, უკვე გიამბეთ. ესპანეთის ჩემპიონატის ვებგვერდი კი, ჩვეებურის შესახებ წერს:

„გიორგი შერმადინი კვირიდან კვირამდე აგრძელებს ჩვენს გაოცებას. ამ დრომდე ლიგა ენდესაში მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტით მხოლოდ ნიკოლა მიროტიჩს ჩამორჩება. „იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა პირადი რეკორდები დაამყარა - 32 ქულა და მარგი ქმედების 42 კოეფიციენტი“, - წერს ACB.

ესპანეთის ჩემპიონატში შერმადინის საუკეთესო მაჩვენებელი 29 ქულა გახლდათ, რომელიც 2016 წლის იანვარში „მორაბანკ ანდორას“ მაისურით დააფიქსირა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი მარგი ქმედების პირად სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია მადრიდის „რეალთან“ – 41.

გიორგიმ ორივე შედეგი სწორედ „გრან კანარიასთან“ გააუმჯობესა, რომლის წინააღმდეგაც 32 ქულას 9 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი შეაშველა. მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 42-ს უწია!

0.110087