დავით ვოლკოვი "გაბალადან" "ზირაში" გადავიდა. აზერბაიჯანული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა 1.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
"მოხარული ვარ, რომ "ზირას" შევუერთდი და ახალ გუნდს კარგი განწყობით ვუერთდები. მინდა წარმატებების მიღწევაში დავეხმარო და ვფიქრობ, რომ ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეგვიძლია", - აღნიშნა 24 წლის ქართველმა.
ვოლკოვი "გაბალას" ღირსებას 2018 წლიდან იცავდა და ამ პერიოდში 34 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.