ფეხბურთი

0:20 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ლივერპული" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა. ინგლისურმა გუნდმა გადამწყვეტ მატჩში კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული "ფლამენგო" დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი რობერტო ფირმინომ 99-ე წუთზე გაიტანა.

"ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედის" (2008) შემდეგ გახდა მეორე ინგლისური გუნდი, რომელმაც საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. "მერსისაიდელები" 2005 წელსაც იყვნენ ფინალში, თუმცა მაშინ "სან პაულოსთან" 0:1 დამარცხდნენ. 2019 წლის ტურნირის საუკეთეო ფეხბურთელად "ლივერპულის" შემტევი მოჰამედ სალაჰი დაასახელეს.

0.066812