"ლაიპციგმა" "ბაიერნის" მიერ ბუნდესლიგაში 2005 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორა. გერმანიის ჩემპიონატში იულიან ნაგელსმანის გუნდმა ზედიზედ რვა შეხვედრაში შეძლო მინიმუმ სამი გოლის გატანა, რაც პირველად მსგავსი შედეგი მიუნხენელებმა 14 წლის წინ დააფიქსირეს. მე-17 ტურში "ლაიპციგმა" "აუგსბურგი" 3:1 დაამარცხა.
მიმდინარე სეზონში "ლაიპციგმა" 17 მატჩიდან 11 მოიგო, ოთხი ფრედ დააფიქსირა და 37 ქულთ სეზონის ნახევარი პირველ ადგილზე დაასრულა. ნაგელსმანის გუნდმა გაიტანა 48 გოლი და 20 გაუშვა.