ფეხბურთი

17:30 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბლინდს გულის პრობლემა დაუდგინდა

ამსტერდამის „აიაქსის“ მცველ დელეი ბლინდს გულის პრობლემები აქვს. როგორც ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ბლინდს სამედიცინო გამოკვლევის შედეგად გულის კუნთის ანთება დაუდგინა.

ჰოლანდიელმა ჩემპიონთა ლიგაზე „ვალენსიასთან“ მატჩი თავბრუსხვევა განიცადა და გამოკვლევის ჩატარება ამის შემდეგ გახდა საჭირო.

ბლინდი „აიაქსს“ იანვარში ვერ დაეხმარება, მაგრამ აღდგენას ინდივიდუალური პროგრამით დაიწყებს. მიმდინარე სეზონში გამოცდილმა მცველმა 26 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

0.11587