ფეხბურთი

16:07 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოლაროვი მხოლოდ მესის ჩამორჩება

იტალიური „რომას“ მცველი ალექსანდრ კოლაროვი მიმდინარე სეზონს ჩინებულად ატარებს და ამ დროისთვის 3 ჯარიმის გატანა მოასწრო.

Opta-ს ინფორმაციით, სერბზე უკეთესი შედეგი ტოპ ხუთ ჩემპიონატში მხოლოდ და მხოლოდ ლიონელ მესის აქვს. „ბარსელონას“ სუპერვარსკვლავმა სტანდარტული ვითარებიდან მეტოქეების 4-ჯერ დამწუხრება მოახერხა.

კოლაროვმა მესამე ჯარიმა გუშინ, ფლორენციის „ფიორენტინასთან“ შეხვედრაში გაიტანა.

0.114959