ფეხბურთი

13:22 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"წითელი დერბი"

თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში გამორჩეული მატჩია: „ფენერბახჩე“ – „ბეშიქთაში“. სტამბოლის დერბი არასდროს გამოირჩეოდა გულ-თბილი შეხვედრით, მაგრამ ბოლო წლების სტატისტიკა გვეუბნება, რომ ეს „წითელი დერბია“.

აღნიშნული გუნდების უკანასკნელ 6 შეხვედრაში მსაჯებმა ჯამში 13(!) წითელი ბარათი გამოიყენეს, რაც ცხადია ძალიან ბევრია.

ბოლო 20 მატჩს თუ მივიღებთ მხედველობაში, გამოვა, რომ 15 ფეხბურთელი გააძევეს და 119 გააფრთხილეს. ვნახოთ, დაისადუგრებს თუ არა სიმშვიდე „შუქრუ სარაჩოღლუზე“ ხვალ, როდესაც „ფენერისა“ და „არწივების“ გზები მიმდინარე სეზონში პირველად გადაიკვეთება.

0.115491