კალათბურთი

10:52 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის ოთხი ქულა "საკრამენტო კინგსთან" მოგებულ მატჩში (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“, რომელიც „საკრამენტო კინგს“ დაუპირისპირდა და 119:105 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში ითამაშა, თუმცა კვლავ არასაკმარისი დროით. ჩვენებურმა პარკეტზე 6:05 წუთი გაატარა, საკუთარ გუნდს კი, 4 ქულა და 2 მოხსნა შესძინა. გოგა შეტევაში 100%-იანი სიზუსტით გაისარჯა, 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

"პეისერსის" რიგებში ყველაზე შედეგიანი თი ჯეი ვორენი იყო, რომელმაც 23 ქულა მიითვალა.

„პეისერსს“ აღნიშნული გამარჯვების შემდგომ 20 მოგების საპირისპიროდ 9 მარცხი დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზეა. ნეიტ მაკმილანის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს, „მილუოკი ბაქსთან“ გამართავს.

0.115324