ფეხბურთი

2:10 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას ულტიმატუმი "სიტის": სამი სასურველი ფეხბურთელი ან კონტრაქტის გაწყვეტა

პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა გუნდი შესაძლოა ვადაზე ადრე, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ესპანელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გუნდიდან წავა.

გვარდიოლა ზაფხულში მინიმუმ სამ სასურველ ტრანსფერს ითხოვს. პეპს უნდა, რომ „სიტიმ“ მარცხენა მცველი, ცენტრალური მცველი და ფორვარდი შეიძინოს. თუმცა, ბრიტანული გამოცემა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს.

შეგახსენებთ, გვარდიოლას „ქალაქელებიდან“ ზაფხულში შესაძლო აბარგების ინფორმაცია აქამდეც გავრცელდა, თუმცა ესპანელმა მაშინ უარყო კონტრაქტში მსგავსი პუნქტის არსებობა. ამასთან, 48 წლის სპეციალისტს „ბარსელონასა“ და მიუნხენის „ბაიერნსაც“ უკავშირებენ.

0.123556