ფეხბურთი

20:56 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი: "ინტერი" ჩემი სახლია"

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა განაცხადა, რომ მილანის "ინტერი" მისი სახლია და სხვადასხვა კლუბების დაინტერესების მიუხედავად წასვლას არ აპირებს.

"აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, "ინტერი" ჩემი სახლია და კონტეს ვენდობი. სხვა კლუბების ინტერესი ნიშნავს, რომ სწორად ვვითარდები და ვმუშაობ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ეს ფაქტია. "ინტერის" მუდამ მადლიერი ვიქნები, რადგან განვითარების საშუალება მომცა. "ნერაძური" ავირჩიე თავისი ისტორიის, მაღალი დონის ფეხბურთელების და გულშემატკივრების გამო." - განუცხადა La Repubblica-ს მარტინესმა.

მარტინესი "ინტერმა" 2018 წელს "რასინგიდან" დაიმატა. მიმდინარე სეზონში ლაუტარომ 22 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 30-დან 80 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.116462