ფეხბურთი

17:46 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი „ფლამენგოს“ წინააღმდეგ ითამაშებს

„ლივერპულის“ მცველი, ვირჯილ ვან დეიკი, პარასკევის ვარჯიშზე საერთო ჯგუფს შეუერთდა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში „ფლამენგოს“ წინააღმდეგ ითამაშებს - გვამცნობს Sky Sports.

ჰოლანდიის ნაკრების მცველმა, მცირე ტრავმის გამო, ტურნირის ნახევარფინალში, მექსიკურ „მონტერეისთან“ (2:1) ვერ შეძლო მინდორზე გასვლა.

ფინალური მატჩი ხვალ, 21 დეკემბერს გაიმართება დოჰაში და თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

0.133035