ფეხბურთი

11:23 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მელო მოედანს იანვრამდე ვერ დაუბრუნდება

"ბარსელონას" 23 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი არტურო მელო მოედანზე 2019 წელს ვეღარ გამოვა, აღნიშნულ ინფორმაციას Mudo Deportivo ავრცელებს.

არტუროს ბარძაყის ტრავმა აწუხებს. წყაროს ცნობით, ის მოედანზე იანვრის შუა რიცხვებიდან გამოჩნდება.

მიმდინარე სეზონში არტურომ სულ 13-ჯერ ითამაშა, სადაც ორი გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მელო 2018 წლიდან ბრაზილიის ნაკრების წევრია, სადაც 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.101797