გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
დღის ცენტრალური შეხვედრაში აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი „მილოუკი ბაქსი“ შინ დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე მყოფ „ლეიკერსს“ დაუპირისპირდა და 111:104 აჯობა. მილოუკელები პირველი პერიოდის შუა ნაწილში დაწინაურდნენ და მას შემდეგ მთელი შეხვედრა „ლეიკერსი“ მდევრის როლში გახლდათ. ენტონი დევისმა 36 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. იანი ადეტოკუმპოს 34 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა, 21 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი.
ლოს ანჯელეს „კლიპერსი“ საკუთარ დარბაზში „ჰიუსტონთან“ 117:122 დამარცხდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მეორე პერიოდში „კლიპერსი“ 17 ქულითაც იგებდა თუმცა მესამე პერიოდის ბოლოს ტეხასელები სამი ქულით წინ გავიდნენ. რასელ უესტბრუკმა გუნდს 40 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი შესძინა. პოლ ჯორჯმა 34 ქულა ჩააგდო. ჯეიმს ჰარდენს 28 ქულა და 10 პასი ჰქონდა. კავაიმ 25 ქულა ჩააგდო.
„ატლანტა“ – „იუტა“ 106:111 (30:28, 26:24, 28:31, 22:28)
https://www.youtube.com/watch?v=HWHtD8s6Ryk
„მილოუკი“ – „ლეიკერსი“ 111:104 (23:17, 42:29, 24:35, 22:23)
https://www.youtube.com/watch?v=TN3bpsm_jUk
„სან ანტონიო“ – „ბრუკლინი“ 118:105 (27:33, 23:23, 33:25, 35:24)
https://www.youtube.com/watch?v=-otKPpVxRrA
„კლიპერსი“ – „ჰიუსტონი“ 117:122 (28:27, 41:27, 18:36, 30:32)
https://www.youtube.com/watch?v=MoxkWhWq1C0