ფეხბურთი

9:07 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

იაია ტურე: „სირცხვილია, როცა „ოქროს ბურთს“ იღებს ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია“

ჩინური კლუბის, „ცინდაოს“ ნახევარმცველმა, იაია ტურემ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა „ოქროს ბურთის“ წლევანდელი ლაურეატების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ეს პრიზი მეექვსედ მოიგო „ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ.

„ოქროს ბურთი“ სადიო მანემ დაიმსახურა. ახლა აფრიკაში მასზე ძლიერ მოთამაშეს ვერ ვხედავ. ხომ ნახეთ რეებს სჩადიოდა გასულ სეზონში? რამდენი გოლი გაიტანა, რამდენს მიაღწია „ლივერპულთან“ ერთად. მიმაჩნია, რომ სირცხვილია, როცა „ოქროს ბურთს“ იღებს ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია“ - ციტირებს ტურეს სიტყვებს Goal.

„ცინდაიში“ ტურე 2019 წლიდან თამაშობს. მანამდე კოტდივუარელი შუახაზელი „ოლიმპიაკოსში,“ „მანჩესტერ სიტიში,“ „ბარსელონაში,“ „მონაკოში,“ დონეცკის „მეტალურგსა“ და „ბევერენში“ ირჯებოდა.

0.119959