კალათბურთი

1:51 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას და "ბასკონიას" უფერული დღე ევროლიგაში

ევროლიგაში თორნიკე შენგელიას და „ბასკონიას“ უფერული დღე ჰქონდათ. მე-15 ტურში ესპანური დერბი შედგა, ვიტორიელებმა მადრიდის „რეალს“ უმასპინძლეს და უბრძოლველად 55:77 წააგეს.

მასპინძლები განსაკუთრებით ცუდად შეტევაში გამოიყურებოდნენ და ერთ მეოთხედში მათი საუკეთესო შედეგი 16 ქულა იყო, რაც ცხადია ევროლიგაში და თან „რეალთან“ მოსაგებად საკმარისი არაა.

თორნიკე შენგელიამ 30:55 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 4-დან 2 ორქულიანი და 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამი სამქულიანი უშედეგოდ ისროლა. შედეგად, ჩვენებურის მარგი ქმედების კოეფიციენტი 10-ს გაუტოლდა.

„ბასკონიას“ 15 ტურის თავზე 6 მოგების წილ 9 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი, 26 დეკემბერს, ბერლინში, „ალბას“ წინააღმდეგ გამართავს.

0.114142