საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წელი ფიფას რეიტინგში 91-ე ადგილზე დაასრულა. ფიფამ მიმდინარე წელს ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ცვლილებები პრაქტიკულად არ მომხდარა.
შედეგად, ისევე როგორც გასულ თვეში, საქართველო 91-92-ე ადგილებს მადაგასკართან ერთად ინაწილებს.
...88. ზამბია - 1277 ქულა
89-90. კონგო - 1269
89-90. ლიბანი - 1269
91-92. საქართველო - 1267
91-92. მადაგასკარი - 1267
93. ისრაელი - 1260
94. ვიეტნამი - 1258
95. კვიპროსი - 1251
96. ყირგიზეთი - 1240
უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის სხვა ნახევარფინალისტების რეიტინგს რაც შეეხება, ასეთია:
68. ჩრდ. მაკედონია - 1347 ქულა
87. ბელარუსი – 1280
115. კოსოვო - 1174
და ბოლოს, საუკეთესო ათეული, რომელშიც გადაადგილებები არ მომხდარა:
1. ბელგია - 1765 ქულა
2. საფრაგეთი - 1733
3. ბრაზილია - 1712
4. ინგლისი - 1661
5. ურუგვაი - 1645
6. ხორვატია - 1642
7. პორტუგალია - 1639
8. ესპანეთი - 1636
9. არგენტინა - 1623
10. კოლუმბია - 1622