ჯანლუიჯი ბუფონმა პაოლო მალდინის რეკორდი დაამხო. საქმე ეხება იტალიის სერია A-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობას. „იუვენტუსისა“ და „სამპდორიას“ შეხვედრაში ჯიჯი იტალიის ჩემპიონატის ეგიდით მოედანზე 647-ედ გავიდა და ლეგენდარული თანამემამულის მიღწევაც გაიმეორა.
მალდინიმ აღნიშნულ რეკორდს 1985-2009 წლებში „მილანში“ ჩატარებული მატჩებით უწია, ხოლო ბუფონმა 1995 წლიდან დღემდე ჩაატარა 647 თამაში. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბუფონს ორი სეზონი სერია A-ს მიღმა აქვს გატარებული: 2006-2007 წლების სეზონი სერია B-ში და 2018-2019 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში (პსჟ-ში).
გარდა ამისა, დღესვე, ბუფონმა იმავე სერია A-ში უშუალოდ „იუვეს“ მაისური 479-ედ მოირგო და ტურინელთა რიგებში ამაზე მეტჯერ იტალიის უმაღლეს ლიგაში არავის უთამაშია.
ჯიჯიმ ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გააუმჯობესა - 478 მატჩი „იუვენტუსის“ მაირუსით სერია A-ში. რაც შეეხება ბუფონს, დანარჩენი 168 თამაში „პარმას“ რიგებში აქვს ჩატარებული.